воскресенье, 8 ноября 2009 г.

proeqti

პროექტი
პროექტის სახელი: „საიდან მოდიან რიცხვები“

პროექტის მოკლე აღწერა:იკვლევენ რიცხვების წარმოშობის მოკლე ისტორიას.
გაეცნობიან უძველესი ერების მიერ შექმნილ ციფრებსა და რიცხვებს.

პროექტის აღწერა: გაეცნობიან რაოდენობის ჩაწერის ხერხებს ჯოხზე ჭდეების აღნიშვნიდან დღევანდელ რიცხვებამდე. მოიპოვებენ ინფორმაციას ძველი ეგვიპტის, ბაბილონის, რომის, მაიას, ჩინეთის, საბერძნეთის ხალხის მიერ შექმნილ რიცხვთა სისტემებზე. გაავლებენ პარალელს მათ შორის. შექმნიან ილუსტრირებულ ალბომს,რომელშიც განათავსებენ მოპოვებულ ინფორმაციას ქრონოლოგიური პრინციპის მიხედვით.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი

ვადები: 2-3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:გაიღრმავებენ ცოდნას რიცხვების შესახებ, გაეცნობიან რიცხვთა სხვადასხვა სისტემებს, მოძებნიან მათ შორის საერთოს და განმასხვავებელს.

მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას, შექმნიან ალბომს, ისწავლიან გამოფენის ორგანიზებას,აზრთა შეჯერებას.

სარგებელი სხვებისათვის:სკოლაში მოაწყობენ გამოფენას. სკოლის სხვა მოსწავლეებიც გაეცნობიან ძველი ხალხების მიერ შექმნილ ციფრებსა და რიცხვებს.
სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა, ქართული, ისტორია,ხელოვნება. კვლევა-ძიების უნარის განვითარება,ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.

პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ლია ჭიქაბერიძე – ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი.

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
liachiqaberidze@gmail.com